გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეალური მშპ-ს ზრდის ტემპით საქართველო 2021-2027 წლებში ევროპაში, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა

20-04-2022

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოსმშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ($GDP percapita)ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.


ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე. საქართველოს $GDP percapita2021- 2027 წლებში ორმაგდება, 2020 წელთან შედარებით იზრდება 115%-ით და 2027 წელს მიაღწევს $9 194 -ს.


შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027წწ) საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში წლიურად საშუალოდ ორნიშნა მაჩვენებლით - 11.6%-ით იზრდება.


2022 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე ხდება 5 617 აშშ დოლარი, უკვე 2025 წლიდან კი გადააჭარბებს 7 621 დოლარს და კავკასიის რეგიონში გადის პირველ ადგილზე.


მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP percapita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით 2021-2027 წლებში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შორის საქართველო მეშვიდე ადგილზეა. 2022 წელს GDP percapita (PPP) ხდება 18 593 დოლარზე მეტი, 2027 წლისთვის კი აჭარბებს 27 459 დოლარს.


2021 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) მიხედვით ერთ სულზე აჭარბებს 16 906 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე.


2025 წლიდან საქართველოს GDP PPP ერთ სულზე აჭარბებს 25 497 დოლარს და უკვე უსწრებს ნატოს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიასაც.


საქართველოს მსყიდველუნარიანი მშპ (GDP PPP) ერთ სულზე 2021-2027 წლებში იზრდება საშუალოდ წლიურად 9.28%-ით და 2027 წელს აჭარბებს 27 459 დოლარს.


რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო 2021-2027 წლებში ევროპაში პირველ ადგილზეა. პირველ ადგილზეა აგრეთვე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონშიც.