გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ოთარ შამუგია: ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში

21-04-2022

„აღებული ვალდებულების ფარგლებში, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის ტყის კოდექსი, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი. ეს არის ის კანონმდებლობები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ასევე, რამდენიმე კანონპროექტი გვაქვს მზად, ეს არის ბიომრავალფეროვნების შესახებ და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონპროექტები; დღეს პარლამენტი აქტიურად იხილავს წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტს”, - განაცხადა გარემოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში.


როგორ მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებები და რეფორმები, რომლებიც სამინისტროს დაგეგმილი აქვს, გამოწვევაა აღსრულების ნაწილში; სწორედ ამიტომ, საჭიროა შესაძლებლობების გაძლიერება ყველა მიმართულებით, ეს იქნება გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, თუ ეროვნული სატყეო სააგენტო. სამინისტრო აქტიურად მუშაობს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, რათა არსებობდეს ახალი კანონმდებლობების აღსრულების შესაბამისი მექანიზმები, შესაბამისი მონიტორინგი და კონტროლი.