21-04-2022
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ახალციხის სათნოებისსახლის“ ბენეფიციარებმა სადღესასწაულო ნობათი მიიღეს.
183 ბენეფიციარს, დღეს, კუთვნილ საკვებთან ერთად, სათნოების სახლისგან სააღდგომო ნობათი -კვერცხი და პასკა, ხოლო კერძო შემოწირულობის სახით ტკბილეული გადაეცათ. გარდა ამისა, ბენეფიციარებს, წინასააღდგომოდ მუნიციპალიტეტის მერიისგან, ფულადი დახმარებაც ჩაერიცხათ.
პროდუქტის გაცემის პროცესში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჰამბარცუმ ბაბოიანმა მიიღეს მონაწილეობა. მათ,ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.