გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დაცული ტერიტორიების არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ

21-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მაესტრო რეგიონების” ეთერში დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკაზე, მიმდინარე პროექტებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.


„ჩვენი ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების დაცვა, რომელიც უნიკალურია, არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 300 ათასი ჰექტარით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი და დღეს ის საქართველოს ტერიტორიის 11,5 პროცენტს შეადგენს. წელს ვგეგმავთ რაჭის და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების დაარსებას; მიმდინარეობს კვლევები სამეგრელოს, სვანეთის, აჭარისა და გურიის დაცული ტერიტორიების მიმართულებით. მუშაობას ვაგრძელებთ, რომ დაცული ტერიტორიების არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


მინისტრმა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დავიცვათ ბუნება, თუმცა, მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით, უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს ჩვენი უნიკალური ბუნების სახით.


„იმისთვის, რომ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა განვავითაროთ, განვავითაროთ ეკონომიკა ამ მიმართულებით, შევუწყოთ ხელი ტურიზმის განვითარებას, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დაახლოებით 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული მხოლოდ ბილიკების მოწყობისთვის დაცულ ტერიტორიებზე. ეს კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ძალიან მზარდია ვიზიტორების რაოდენობა და, დინამიკაში, მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა წლების მონაცემებს. ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა კერძო სექტორთან ერთად. დაახლოებით 150 მილიონი ლარის კერძო ინვესტიცია ხორციელდება დაცულ ტერიტორიებზე, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ კუთხით მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ამ ტერიტორიების ტურისტული მიმართულებებით განვითარებას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.