გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რათა გამოვიყენოთ მათი რესურსი ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის

21-04-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში იმ ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თავდაცვის უწყების აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც სამხედრო საქმიანობით არიან დაინტერესებულნი. „ჩვენ მათ მაქსიმალურად ვეხმარებით ლოჯისტიკური შესაძლებლობებით, ფინანსურად და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ მომავალს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ მათი რესურსი ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.