გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა „ქართული ოცნების" დამფუძნებელი კრება; ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად დაფუძნდა ჩვენი პარტია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქვეყანაში ავტოკრატიული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩ

22-04-2022

ზუსტად ათი წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა „ქართული ოცნების" დამფუძნებელი კრება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ადამიანი და მასზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებად გამოაცხადა და ამ კურსიდან არასდროს გადაუხვევია.


"ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად დაფუძნდა ჩვენი პარტია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქვეყანაში ავტოკრატიული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეცილებინა და საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება დაგვეწყო.


"ქართულმა ოცნებამ" ადამიანი და მასზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებად გამოაცხადა და ამ კურსიდან არასდროს გადაუხვევია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის პატივისცემაზე დგას, განუხრელად იცავს კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლიერებს. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და მედია, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი და საქართველო ჩვენი ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო უახლოვდება ერთიან ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.


ჩვენ ვართ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი.


მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ვეტერან და ახალგაზრდა წევრს, და რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომლის მხარდაჭერით ამ ყველაფრის მიღწევა გახდა შესაძლებელი, და რომელთან ერთადაც ჩვენ ჩვენი ისტორიის კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ფურცელს დავწერთ და ავასრულებთ ყველა ქართველის საბოლოო ოცნებას - ავაშენებთ ეკონომიკურად ძლიერ, განვითარებულ და გაერთიანებულ საქართველოს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.