გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამკუთხა ბარათები ციკლიდან - „წერილები ფრონტიდან“

22-05-2018

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გთავაზობთ მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათების სერიას.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გთავაზობთ მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათების სერიას.
ჭიღლაძე გიორგი ონისიმეს ძე.
საჩხერის რაიონი,სოფელი სარეკიდაბადებული 1914 წელს. იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი. სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა ბელორუსიაში, საზღვართან ახლოს. მეორემსოფლიო ომმა მოუსწრო ამ დროს. ომის დაწყებისთანავე დაიჭრა, თუმცა, ფრონტი არ მიუტოვებია და ბრძოლა განაგრძო. ბოლო წერილი მისგან ოჯახმა მიიღო 1943 წელს... მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.მან საქართველოში დატოვა ცოლი, ქსენია ბერიშვილი და 2 კვირის ვაჟი, იოსები.
„სალამი ძვირფასო მშობლებო და ცოლ-შვილო!როგორი წერილი მოგწეროთ იმის შემდეგ, რაც გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი დაიწყო. ვერ მომიფიქრებია, მაგრამ გწერთ ჩემს ფიქრებს და შემდეგ22 ივნისს, რომელ ღამის სამ საათზედ მოულოდნელად გადმოიჭრნენ საზღვარზედ ეს ძაღლები და გააჩაღეს ცეცხლი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზედ. რათქმა უნდა, ჩვენი ჯარი ერთიანი ძალით შევუდექით საქმეს, მაგრამ რას ხედავს თვალები, როგორც ცხვრები, ისე გამოგვრეკეს.. მზვერავიც გაუწყვეტია,მესაზღვრეებიც, ამ შავ ძაღლებს. ჩვენ საზღვარზედ ახლოს ვიყავით, რაღაც 40 კილომეტრით ვიქნებოდით დაშორებული, მაგრამ ნაწილი ჩვენი წასული იყვნენსაზღვარზედ სამუშაოდ და მთლად გაუნადგურებიათ ამ სისხლისმსმელ მგლებს მთელი ბატალიონი. მოედვენ ჯაშუშები, მოედვენ მგლებილიტვას,მოვედევით ფრონტს ჩვენც. ჩაყლაპას გვიპირებდა მათი სამალიოტები. მოვედევით ქალაქს, მაგრამ შემოპარულად შიგნით გრაჟდანები, ხელს უწყობენმათ აქედანაც ისვრიან ტყვიას, იქიდანაც. აქედანაც სამალიოტები ბომბებს ყრის ზევიდან. არი გაჩენილი ცეცხლი, გაუდის გრიალი, წყდება ხალხი სულმოფენილია ქუჩა და ტყე. ჩემ წინ ამოსდით სული ჩემ ქართველ ამხანაგებს. მიკვდება გული,მაგრამ რა უშველო,ვიმაგრებ გულს. ცეცხლის ბოლში ვარგახვეული, ვიმალამ თავს, რომ როგორმე თავი გადვირჩინო. პეპეტეა სასროლი,რომელშიდაც 71 პატრონა ჩადის შიგ ‘’კუნტში’’ გადის ეს პატრონა მთლად.მოკლედ ეს სასროლი იარაღი მაქვს, პატრონა მაქვს უამრავი დანარჩენი ვეში ყველაფერი გადავყარე. ხან ერთ სახლს მიუდგამ და ხან მეორე სახლს..... ერთიბიჭია ქართველი, ქუთაისელი. დაწყებული სახლიდან წამოსული ერთად ვიყავი დაჭრილი კიდაი არავარ თვითონ გოროდ კამუნაში ბევრი ვირბინე, ბევრივიხტუნე იმისათვის, რომ თავი დამეცვა, თორემ ვისაც ხელში ჩაიგდებდნენ, მაშინათვე კლამდნენ ან ამახინჯებდნენ. თვალებს კუჭდენ, ენას ჭრიდენ ყურებს,ცხვირს და რა ვიცი. მეორე დღეს ისევ ფრონტზედ. ეს ქუთაისელი ბიჭი სხვა ბატალიონს შეუერთდით. წავედით წინ. დედამიწას იღებს ტყვია... ხოხამთ...გავიხედე შუაში ვარ. აღარავინ მიდის წინ. თურმე ჯარი გაწყვეტილა, დავრჩენილვართ ათი კაცი. ამ დროს მომხვდა ტყვია ხელში, გავმაგრდი მაინც. აბა,ხუციძე, თავს უშველოთ, ათი კაცი ვართ კიდეთქო.მოკითხვა დედას, მამას, სოსოს...8/VII 41 წელი
 
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიმართავს ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები,ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე,მისალოცები და ფოტოები. ეს წერილები,თუ ბარათები ყველაზე ნათლად გადმოსცემს ჯარისკაცისემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.
მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთწიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ’’ წერილები ფრონტიდან’’. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტო გამოფენაზე.დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 248 26 16