გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს შეხვდა

22-04-2022

საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა, ნილს ანენმა.


შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა.


ლაშა ხუციშვილმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებისთვის.


ცალკე აღინიშნა COVID-19-ის პანდემიის დროს გერმანული მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რომლის საერთო მოცულობამ 2020-2021 წლებში, დაახლოებით, 203,8 მილიონი ევრო შეადგინა.


ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენასა და ევროკომისიის მიერ, ქვეყნისთვის გადმოცემული კითხვარის შევსების პროცესს.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შექმნილ ვითარებასა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.


დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.