გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

23-04-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და GIPA-ს რექტორმა, მარინე იოსელიანმა მოაწერეს.


„თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს. მემორანდუმის ფარგლებში, უწყების პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პროფესიული გადამზადება, მათთვის სამეცნიერო -კვლევითი შეხვედრების ორგანიზება და პროგრამებში ჩართულობა. თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სტუდენტებს უწყების დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს. თანამშრომლობის დოკუმენტის საფუძველზე, სამინისტროს ექსპერტები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სემინარების ჩატარებას უზრუნველყოფენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.