გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს სპეცმანქანები შეემატა

22-05-2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 2 სპეცმანქანა შეემატა. უწყების ცნობით, ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად გადასცა.

მათივე ინფორმაციით, ახალი სპეცმანქანები ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი - რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება, ყველა წერტილში, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

რადიო "ათინათი"