გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული ამ პერიოდის განმავლობაში და ამ ბეწვის ხიდზე სიარულში მოვახერხეთ ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა

25-04-2022

„ქართულ ოცნებას“ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში უწევდა ბეწვის ხიდზე სიარული და გიორგი მარგველაშვიც და გიორგი გახარიაც იყვნენ ამ ბეწვის ხიდზე სიარულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„ეს არ იყო შეცდომა, ამაზე ალბათ მოგვიანებით გვექნება მეტი განმარტების გაკეთების საშუალება. შეცდომა არ იყო არც ერთი და არც მეორე. ორივე იყო ლოგიკური შედეგი იმისა, რომ ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული ამ პერიოდის განმავლობაში და ამ ბეწვის ხიდზე სიარულში მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კობახიძემ.