გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დირექტორს ბოლო ზარის ღონისძიების ჩაშლაში ადანაშაულებენ

22-05-2018

ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დირექტორს ბოლო ზარის ღონისძიების ჩაშლაში ადანაშაულებენ. 
მათი თქმით, დირექტორმა დოდო ცხვიტარიამ მათ 18 მაისს საკლასო ოთახის კარი ჩაუკეტა და დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების უფლება არ მისცა. ამის მიზეზად კი ისინი დირექტორის განაწყენებას ასახელებენ.

„დირექტორი გაგვინაწყენდა , რადგან ჩვენ გამოვიყენებთ თავისუფალი დასწრების უფლება. არ დავდიოდით სკოლაში ბოლო თვის განმავლობაში, თუმცა ისე არა, რომ გაკვეთილს არცერთი არ დავსწრებოდით. 4-5 ბავშვი ყოველთვის იყო. დირექტორი იმაზეც გაბრაზდა, რომ დარბაზში არ გავაკეთეთ ღონისძიება და არ დავემორჩილეთ მის მოთხოვნებს. ვიფიქრეთ, რომ მცირერიცხოვანი კლასი ვიყავით და არ გამოვიდოდა ლამაზი. დაგეგმილი გვქონდა საკლასო ოთახში შესვლა მასწავლებლებთან ერთად, შემდეგ კი ეზოში გვინოდა გამოსამშვიდებელი სიტყვის თქმა, როგორც ხდება ხოლმე, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა“, - აცხადებენ დამამთავრებელის კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეების პოზიცია იზიარებს ამავე სკოლის პედაგოგი და მშობელი ნანა ღურწკაია და აცხადებს, რომ ბოლო ზარის ღონისძიება დირექტორმა ჩაშალა.
„ერთი კვირის განმავლობაში იყო საუბარი, რომ მათ ბოლო ზარს ჩაუშლიდა, მაგრამ არ გვეგონა, რომ ამას გააკეთებდა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და ამბობდა, გინდ ჩაატარეთ, გინდ არაო, თუმცა იმ დღეს კარები დაკეტილი დაგვხდა. მის კაბინეტში რომ შევედით და გასაღები მოვთხოვეთ, მხოლოდ მას შემდეგ მოგვცა, რაც რესურსცენტრი ვუხსენეთ“,- აცხადებს ნანა ღურწკაია. 

მეთორმეტე კლასელების დამრიგებელის თქმით, საკლასო ოთახის გასაღებები ყოველთვის სამასწავლებლოში ინახებოდა, თუმცა 18 მაისს საკლასო ოთახის კარის გასაღები დირექტორის კაბინეტში იყო.

„არასოდეს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ კარების გასაღები დირექტორთან ყოფილიყო. ბავშვებს საკლასო ოთახის კარი დაკეტილი დახვდათ, ხოლო როდესაც გასაღები გამოვიტანეთ, მათ უკვე ღონისძიების ჩატარების სურვილი არ ჰქონდათ“, - განაცხადა დამრიგებელმა.

თავის მხრივ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია. მისი თქმით, მას ბოლო ზარის დღეს ღონისძიების ჩატარება არ აუკრძალავს. 

„ერთი თვე ეს კარები ბოქლომით იყო ჩაკეტილი, არ დადიოდნენ ეს ბავშვები და ამ დღეს გაუკვირდათ? როცა შემოვიდნენ და გასაღები მთხოვეს, ავდექი და მივეცი. არც სკოლის შიგნით სააქტო დარბაზში და არც გარეთ ეზოში, მათ არ ჰქონდათ დაბრკოლება, რომ ჩაეტარებინათ ღონისძიება. ეს პროცესები მართულია. მე გადაუმოწმებლად არაფერს ვამბობ. არ ვმონაწილეობდი მათ მიერ დაგეგმილ ღონიძიებაში, რადგან ამ ბავშვებმა ერთი თვის განმავლობაში ბოქლომი დაადეს ამ კარებს. ეს 23 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია. ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ მოსწავლეებმა საკლასო ოთახი ერთი თვით ადრე დაკეტეს“, - ამბობს დოდო ცქვიტაია.

ზუგდიდის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია.

"ინტერპრესნიუსი"