გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ქართველიშვილი ადეიშვილს: არა თეა...კი არ გაავრცელა, შენ მართალი ხარ და გულწრფელი - მოგაწოდეს თეა; მოგაწოდეს ეს მორიგი ჩანაწერი უკრაინიდან, არახამიამ მოგაწოდა

26-04-2022

თქვენ სწორი "აკერმანული" სვლებით ყნოსავთ იქაურ სიტუაციას - აქ აყროლებული სანაცეთის ფონზე, იქაური ნაცები დღეს "გმირები" არიან და მათ სიტყვას დღეს "წონა" და "ავტორიტეტი" გააჩნია იმავე დასავლეთში. სად ხუთგზის გაკოტრებული მელიას უშედეგო ცდები "მკვდრეთით აღადგინოს" ნახევრადგახრწნილი პარტიული სხეული და სად აღიარებული გმირების - ზელენსკისა და არახამიას "გამარჯვების ყიჟინას" თანხლებით გააგრძელოთ უკვე უკრაინიდან, ღიად და დაუფარავად, საქართველოს ნგრევის მორიგი მცდელობა - ასე ეხმიანება დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტ თეა ადეიშვილის.

 

„არა თეა...კი არ გაავრცელა, შენ მართალი ხარ და გულწრფელი - მოგაწოდეს თეა. მოგაწოდეს ეს მორიგი ჩანაწერი უკრაინიდან, არახამიამ მოგაწოდა. დღეს აბსოლუტურად ლოგიკურად ჩანს თქვენი სეპარატისტული ვიზიტის მიზანი კიევში, სადაც სწორედ იმავე ნაცების ხელში მყოფ იქაურ ხელისუფლებაში ხედავთ აქაური სანაცეთის ხსნას.

 

თქვენ სწორი "აკერმანული" სვლებით ყნოსავთ იქაურ სიტუაციას - აქ აყროლებული სანაცეთის ფონზე, იქაური ნაცები დღეს "გმირები" არიან და მათ სიტყვას დღეს "წონა" და "ავტორიტეტი" გააჩნია იმავე დასავლეთში. სად ხუთგზის გაკოტრებული მელიას უშედეგო ცდები "მკვდრეთით აღადგინოს" ნახევრადგახრწნილი პარტიული სხეული და სად აღიარებული გმირების - ზელენსკისა და არახამიას "გამარჯვების ყიჟინას" თანხლებით გააგრძელოთ უკვე უკრაინიდან, ღიად და დაუფარავად, საქართველოს ნგრევის მორიგი მცდელობა. მელია ბჭობდა - ღმერთი იცინოდა...“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.