გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: მთელი ეს კამპანია - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში არის კამპანია მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა სასჯელი აირიდოს

26-04-2022

მთელი ეს კამპანია - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში არის კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზანი სააკაშვილისთვის დამსახურებული მსჯავრის არიდებაა.


„ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს უზრუნველყოფილია ქართულ ციხეებში - ყველა მსჯავრდებულს მისი სტატუსის მიუხედავად, სათანადო სამედიცინო მომსახურება აქვს. მთელი ეს კამპანია - მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანის, სინამდვილეში არის კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რათა აირიდოს სასჯელი, რომელიც მართლმსაჯულებამ მიუსაჯა იმის გამო, რომ მან დეპუტატი სიკვდილამდე აცემინა და იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა (რაც სტრასბურგის სასამართლომაც თქვა)“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.