26-04-2022
,,წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც პოლიტიკოსები აწონ-დაწონილი, გაწონასწორებული, დიპლომატიური სიტყვა-პასუხით გამოირჩეოდნენ. დღეს მსოფლიო პოლიტიკა და მისი აქტორები ძირითადად მოუზომელი, როყიო საუბრებით გამოირჩევიან’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, უკრაინელი პოლიტიკოსების ამ წამოცდენა -წამოროშვასაც აქვს თავისი დადებითი მხარე.
,,წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც პოლიტიკოსები აწონ-დაწონილი, გაწონასწორებული, დიპლომატიური სიტყვა-პასუხით გამოირჩეოდნენ. დღეს მსოფლიო პოლიტიკა და მისი აქტორები ძირითადად მოუზომელი, როყიო საუბრებით გამოირჩევიან, თითქოსდა გამოუცდელობის გამო ხშირად ისეთ, რამეს წამოროშავენ უნდა გაგიკვირდეს კიდეც, მაგრამ ამ წამოცდენა -წამოროშვასაც აქვს თავისი დადებითი მხარე, კერძოდ კი ის, რომ ამბობენ იმას რაც ფიქრობენ, დიახ სწორედაც, რომ გულახდილად გმტრობენ. ამ, მხრივ გამონაკლისი (უფრო სწორედ გამორჩეულები) უკრაინელი პოლიტიკოსებია დღე არ გავა, რამე ახალი არ მოვისმინოთ: ზოგი ვერ მალავს საქართველოს მიმართ ზიზღსა და მტრობას, ზოგი პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში სიტუაციის ასარევად გამოუშვით, და რახან არევა არ გამოგვივიდა (!) დაგვიბრუნეთო. ზოგიც ამბობს ვიცოდით, რომ რუსეთი შემოიჭრებოდა, მაგრამ მოსახლეობა არ გავაფრთხილეთ (ანუ დავუმალეთო!), რომ საცობები არ შექმნილი იყოო (ადამიანური მსხვერპლი არაფერია? დანგრეული ქალაქები?), ზოგიც დაჟინებით ითხოვს, რომ რუსეთს მეორე ფრონტი გავუხსნათ-თან იქვე დასძენს დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იზამს, აი ძველი, ნაცების ხელისუფლება და სააკაშვილი ყოფილიყო, საქართველოს ქალაქებიც მიწასთან გასწორდებოდა, და უკრაინის მოსახლეობის მსხვერპლს მიმატებული საქართველოს მოსახლეობის დაღუპულ, მოზრდილ რაოდენობის შემხედვარე მსოფლიო უფრო აღშფოთდებოდა და უფრო დაირაზმებოდა რუსეთის წინააღმდეგო. ამ ყველაფრის მერე, მკვახე პასუხი გინდა გასცე ამ ადამიანებს, მაგრამ ძალაუნებურად კინაღამ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ რუსეთის სახესთან ერთად თავიანთი რეალური, არა მეგობრული სახეც, რომ დაგვანახეს, ნაციონალებს კი სწორედ ის უწოდეს, რასაც ჩვენ უკვე კარგა ხანია ვეძახით, ომისა და არეულობის პარტია!’’ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.