გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: ერთი რამ "ავიწყდებათ" არესტოვიჩებსა და არახამიებს - სააკაშვილი იყო ლაჩარი მთავარსარდალი და ასეთად დარჩება ისტორიაში

26-04-2022

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ომის პარტიის სერტიფიცირებული ლიდერია, საჯაროდ აღიარა უკრაინელმა ჩინოსანმა ალექსეი არესტოვიჩმა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის „ფეიგინ ლაივის“ ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ.

 

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ომის პარტიის სერტიფიცირებული ლიდერია, საჯაროდ აღიარა უკრაინელმა ჩინოსანმა ალექსეი არესტოვიჩმა. "მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას", განაცხადა არესტოვიჩმა. კარგია, რომ მემუარებში კი არა და ახლა ითქმის სიმართლე. თუმცა, ერთი რამ "ავიწყდებათ" არესტოვიჩებსა და არახამიებს - სააკაშვილი იყო ლაჩარი მთავარსარდალი და ასეთად დარჩება ისტორიაში“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.