გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? - არაფერი

26-04-2022

რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? არაფერი. თუკი არის რაღაც საუბრები, ამას ფაქტებიც უნდა მოჰყვეს. არანაირი ფაქტი არ არსებობს. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ჭორის ადრესატმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გავრცელებული აუდიჩანაწერების საკითხის კომენტირებისას. საუბარია youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც თითქოსდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.


„მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის რომ მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეული იყოს ომში. ჩვენ გუშინ, ყველაზე კარგი რაც იყო, ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადდება დეზინფორმაციული კამპანია. ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის, შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. ვფიქრობ, ეს ჩვენი არის სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და შემდეგ როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია.


ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალურ პროექტებს ახორციელებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და დღეს, როდესაც რეგიონში გვაქვს ომი და საქართველოშიც არის რისკები, ეს ორგანიზაციები სამწუხაროდ, არიან ჩუმად, როდესაც ასეთი სახის დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? არაფერი. თუკი არის რაღაც საუბრები, ამას ფაქტებიც უნდა მოჰყვეს. არანაირი ფაქტი არ არსებობს. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ჭორის ადრესატმა. ეს არის მთლიანად დეზინფორმაციული კამპანიის კონვეიერი საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არეულობა ქვეყანაში და ქვეყნის ომში ჩართვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.