გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტურისტული სეზონისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

23-05-2018

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაო, აქტიურად მიმდინარეობს.

ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდება გზის ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნები,  მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, გუდაურისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებამდე მისვლა  შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.