გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოზარ სუბარი: რასაც ბარამიძე აუდიოჩანაწერში საუბრობს, ეს ქვეყნის მტრობა და ღალატია - ყველაზე გაუგებარი მაინც ის არის, უკრაინის საგარეო პოლიტიკა გიორგი ბარამიძის დასალაგებელი რომ გახდება

26-04-2022

რასაც ბარამიძე საუბრობს, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი - ყველაზე გაუგებარი მაინც ის არის, გიორგი ბარამიძის დასალაგებელი რომ გახდება უკრაინის საგარეო პოლიტიკა და თავს უფლებას რომ აძლევენ, ასეთ დონეზე ჩაერიონ უკრაინის საგარეო პოლიტიკაში , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის მისამართით საუბრობს.


როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, აუდიოჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა „მეგობარ ქვეყანასთან ხიდები ჩატეხოს“.


„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საკუთარი ქვეყნის ღალატია, რათა როგორმე ჩატეხონ მეგობრული ხიდები ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან. [ბარამიძემ] ვერ აიტანა, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სწორი, დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მოქმედებებს. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს პარტიისგან, რომელიც უკრაინული ტელეარხების პირდაპირ ეთერში ბრალს სდებს საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფოს, რომ რუსეთის მხარეს ვმოქმედებთ და რუსულ ოკუპაციას ვუჭერთ მხარს. ასევე ეს არ უნდა გაგვიკვირდეს იმ პარტიისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო ომში ჩათრეული აღმოჩნდეს. ყველაზე გაუგებარი მაინც ის არის, გიორგი ბარამიძის დასალაგებელი რომ გახდება უკრაინის საგარეო პოლიტიკა და თავს უფლებას რომ აძლევენ, რომ ასეთ დონეზე ჩაერიონ უკრაინის საგარეო პოლიტიკაში. ამის შემდეგ გასაკვირი აღარაა არახამიას ის აბსოლუტურად არამეგობრული და ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებები, რასაც არაერთხელ ვისმენთ და რისი მწვერვალიც იყო გუშინდელი განცხადება სანქციების დაწესების შესახებ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


ცნობისთვის, რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამს იყენებს.