გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში „Locked Shields 2022“ მესამე ადგილი მოიპოვა

26-04-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებული კიბერწვრთნა „Locked Shields 2022“ წარმატებით დაასრულეს. ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში მესამე ადგილი მოიპოვა.


24 გუნდიდან პირველი ადგილი ფინეთმა, ხოლო მეორე - ლიეტუვა-პოლონეთის ერთობლივმა გუნდმა დაიკავეს.


„Locked Shields“ ყოველწლიური, რეალურ დროში ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება.


სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. საქართველო, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სახით აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მონაწილეობს.