გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წელს ვენახების კადასტრის პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში განხორციელდება

27-04-2022

ღვინის ეროვნული სააგენტო ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის დეტალები და მნიშვნელობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ აღნიშნული რეგიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს.


აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის; კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.


ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთავნეთის რეგიონები ცნობილია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით. აქ გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო, ასურეთული შავი, ასევე, იშვიათი ჯიშები: ძელშავი, ჭყაპა, დანახარული, მელიკუდა ქართლის, ჭროღა და სხვა. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია ისეთი უცხოური ჯიშებიც, როგორებიცაა ალიგოტე, პინო შავი, თეთრი და სხვა.


ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს, პროგრამის ეტაპი კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონებში დასრულდა.