23-05-2018
ქუთაისის ერთ-ერთ საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეწყვეტილია - მიზეზი გველები გახდა.
ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მე-17 ბაგა-ბაღში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე რამდენიმე ქვეწარმაველი შენიშნეს - მათ შორის ერთი შენობაშიც იყო.
ტერიტორია სპეციალიური ხსნარებით უკვე დამუშავდა, თუმცა როდის შეძლებენ ბავშვები ბაღში სიარულს ჯერ უცნობია.
წინასწარი ინფომრაციით, ბაღში გველების გამოჩენა მიმდებარე ტერიოტრიაზე, მდინარე ოღასკურაში გაწმენდით სამუშაოებს უკავშირდება.