გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის

27-04-2022

ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში, ეს ერთი; მეორე, რაც მინდა ვთქვა - ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, ვისურვებდი, ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის როლს ხელისუფლების შეცვლაში.


„ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქვეყნის დამღუპველი და გამანადგურებელი ძალა, სააკაშვილის მეთაურობით, დღეს გარანტიას გაძლევთ, რომ ისევ სააკაშვილი იქნებოდა ხელისუფლებაში და დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი. ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა თქვენც და ყველა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.