გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხავიერ კოლომინას შეხვდა

27-04-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.


შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.


შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის ალიანსის გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც რეგიონში მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით.


ასევე, განიხილეს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ალიანსის გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების კიდევ უფრო გაღრმავებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.