გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ გამზარდია: არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც

27-04-2022

კი IRI -ს კვლევის შედეგებს მეტ-ნაკლებად რეალისტურად მაინც თუ მივიღებთ და არა იმდენად ციფრებით, არამედ პროპორციული შედარებითობით მაინც, მარტივად ჩნდება შემდეგი წინაპირობები: ოპოზიციას არ აქვს არანაირი რესურსი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შექმნას ხელისუფლებასთან მიმართებაში, არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი - ამის შესახებ არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ოპოზიცია მსგავს გადანაწილებაში რჩება პარლამენტს გარეთ, შედის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და ისიც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით, ნულოვანი შესაძლებლობებით.

 

„IRI -ს კვლევის შედეგებს მეტ-ნაკლებად რეალისტურად მაინც თუ მივიღებთ და არა იმდენად ციფრებით, არამედ პროპორციული შედარებითობით მაინც, მარტივად ჩნდება შემდეგი წინაპირობები:

 

  1. ოპოზიციას არ აქვს არანაირი რესურსი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შექმნას ხელისუფლებასთან მიმართებაში.

 

  1. არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მოდის არა თუ უმრავლესობით, არამედ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი.

 

  1. ოპოზიცია მსგავს გადანაწილებაში რჩება პარლამენტს გარეთ, შედის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და ისიც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით, ნულოვანი შესაძლებლობებით. შეიძლება ითქვას, "ქართულ ოცნებას" მდგრადი ძალაუფლება აქვს (რასაც მე სულ ვამბობდი და რას ამბობ, ცდებიო) და არც არაფერზე ზრუნვა არ სჭირდებათ მანამ, სანამ ოპოზიცია არის ისეთი, როგორიც არის.

 

აქ პრაქტიკული გამოსავალი არ ჩანს, არსებობს მხოლოდ თეორიული გამოსავალი და ის გულისხმობს, რომ ოპოზიციის სრული უდიდესი ნაწილი უნდა გავიდეს პოლიტიკურ პენსიაში, რაც ჩვენი ოპოზიციური სუბიექტების ამბიციებს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია. ამიტომ კიდევ დიდ ხანს, "ქართული ოცნება" იქნება პარაზიტი სახელმწიფოზე, რომელიც თითოეული ჩვენგან სასიცოცხლო რესურსებს გამოგვწურავს, თუმცა, არავინ იქნება მისი კონკურენტი, რადგან კონკურენტები კიდევ უფრო რეპუტაცია შელახულები არიან, ვიდრე თავად ხელისუფლებაა“ - წერს არჩილ გამზარდია Facebook-ზე.