გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა

28-04-2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მთავარი მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაშვებს მოითხოვს, ქვეყნის ომში ჩათრევაა.


„ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო - სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.