გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თამარის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

28-04-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ თამარის ციხის სარესტავრაციო/საკონსერვაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაოება დაიწყო.


დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ახვლედიანმა, ქალაქ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად თამარის ციხე დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ძეგლის რეაბილიტაციის პროექტს.


პროექტის მიხედვით მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია, მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც განხორციელდება ქალაქ ბათუმის მერიიის ფინანსური მხარდაჭერით.


ციხე სავარაუდოდ აგებულია XI საუკუნეში. იგი მდებარებს მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირას აღმართულ ბორცვზე. მას მრავალჯერ განუცდია გადაკეთება, ამიტომ თავდაპირველი სახის აღდგენა ძნელია. ციხემ მნიშვნელოვანი დაზიანება განიცადა გასული საუკუნის 60-იან წლებში, მასზე კაფე-პავლიონის აშენებისას. ამ დროს დაინგრა მისი სამხრეთი კედლის ერთი ნაწილი.