გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი OECD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

28-04-2022

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გლობალური თანამშრომლობისა და განვითარების სამმართველოს უფროსს, ბენ დიკინსონს შეხვდა.


შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე" (TIWB) (ინიციატივის) სამდივნოს ხელმძღვანელი რუსუდან კემულარია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხო დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პროექტის (BEPS) იმპლემენტაციას, ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის პირველი და მეორე სვეტების დანერგვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.


აღსანიშნავია, რომ საქართველო 2016 წლის 14 ივნისს, ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მიუერთდნენ BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას და იკისრეს ამ პროექტით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების დანერგვის ვალდებულება, გადასახადებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაბეგვრის მოქმედი წესების სრულყოფის და უფრო გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.


ამასთან, საქართველო აქტიურადაა ჩართული ციფრული ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, საგადასახადო გამოწვევების დასაძლევად მიმდინარე პროექტებში, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 2021 წლის 8 ოქტომბერს მხარი დაუჭირა OECD-ის ოფიციალურ განცხადებას საერთაშორისო საგადასახადო წესების რეფორმირების ორსვეტიან გეგმასთან დაკავშირებით.


ბენ დიკინსონმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს, საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორ ქვეყანას ჩართულობისთვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროექტებში და ისაუბრა ამ პროცესის წარმატებით გაგრძელებისთვის საჭირო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე.