გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტების პრაქტიკული გადამზადება ხორციელდება

28-04-2022

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტების პრაქტიკული გადამზადება მიმდინარეობს.


ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, სტუდენტები, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, საფუძვლიან პრაქტიკულ სასწავლო კურსს გადიან.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ლაბორატორიაში გადამზადებას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის 12 სტუდენტი გადის.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან. განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.


ლაბორატორიაში, პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი ტარდება.


დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე - http://sla.gov.ge/