გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში 670 სტუდენტს გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება

28-04-2022

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა. მისი თქმით, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 670 პირველკურსელ სტუდენტს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მათ შორის სწავლის დაფინანსება გაუგრძელდება გასულ სემესტრში დაფინანსებულ 525 სტუდენტს.


„მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე გავაჟღერეთ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. გვაქვს დამატებით კიდევ ერთი სიახლე: სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 670 პირველკურსელ სტუდენტს დაუფინანსდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური. დაფინანსდებიან სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


აჭარის მთავრობის და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე, დაფინანსდება მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონკურსში შემოტანილი ყველა განაცხადი, კერძოდ, 145 პირველი კურსის სტუდენტი სხვადასხვა კატეგორიიდან.