23-05-2018
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება უჭირთ, რადგან საავტომობილო გზა მოუწესრიგებელია და გზებზე უზარმაზარი ორმოებია.
"მოუწესრიგებელი გზის გამო, სამარშრუტო მიკროავტობუსები სოფელში მოსვლაზე უარს ამბობენ. მძიმე მდგომარეობაა. ასევე არ არის გარეგანათება. მოვითხოვთ მთავრობისგან ყურადღებას",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე ქობულეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან.
"ინტერპრესნიუსი"