გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი არესტოვიჩზე: ადამიანი, რომლის თვალწინ მისი ქვეყნის მოქალაქეები იღუპება, ქალაქები ინგრევა და მიწასთან სწორდება, ვერ აღიქვამს როგორ მტერთან აქვს საქმე, მაგრამ საქართველოსთვის „სცალია“, - დეგრადირებულია

29-04-2022

„არესტოვიჩი და მისნაირი „პოლიტიკოსები“ მაქსიმალურად ცდილობენ ურთიერთობა გააფუჭონ (კი არ გაიფუჭონ) საქართველოსთან და ქართველებთან. მიზანი მარტივია მას ეზიზღება ქართველებიც და უკრაინელებიც, არ ფიქრობს მომავალზე“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


 

„ასეთ ხალხზე ამბობენ შარზეაო, მე კი უკვე დარწმუნებული ვარ ეს ამხ. არესტოვიჩი შარზე კი არა გონზე არაა საერთოდ რას ბჟუტურებს. უკრაინას ომი აქვს რუსეთთან, რომელიც როდის დამთავრდება და რა შედეგით მგონი არავინ იცის. ერთი კი ფაქტია, რომ არესტოვიჩი და მისნაირი „პოლიტიკოსები“ მაქსიმალურად ცდილობენ ურთიერთობა გააფუჭონ (კი არ გაიფუჭონ) საქართველოსთან და ქართველებთან.


 

მიზანი მარტივია მას ეზიზღება ქართველებიც და უკრაინელებიც, არ ფიქრობს მომავალზე, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ფული, რომელსაც ის იღებს ამ საქმეში ან აბსოლუტურად უვიცია, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს. ასე თუ ისე, ადამიანი, რომლის თვალწინ მისი ქვეყნის მოქალაქეები იღუპება, მისი ქალაქები ინგრევა და მიწასთან სწორდება, ვერ აღიქვამს როგორ მტერთან აქვს საქმე, მაგრამ საქართველოსთვის „სცალია“, დეგრადირებულია.


 

თან რატომღაც ჰგონია მაგარი კაცია, არა და ფაქტია, ის კაბა რომელიც ვითომ ხუმრობით ეცვა, აშკარად უფრო უხდებოდა ვიდრე პოლიტიკოსის მანტია. ქართველმა ხალხმა უკვე შეაფასა, არესტოვიჩის ცეცხლოვანი კეკლუცობა ქალის კაბაში, ეს კი ჩვენი მოკითხვაა“- წერს ნიკოლეიშვილი.