გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი ენმ-ზე: "მოღალატეობრივი" - ეს ტერმინი მათი "პოლიტიკური" მოღვაწეობის ბრენდად იქცა

29-04-2022

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება.

 

მისი თქმით ერთადერთი "მოძრაობა" - ისევ "მოსკოვი-კიევი-თბილისის" სამკუთხედში შეიმჩნევა.

 

„დღეს მამუკა მდინარაძემ ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები ერთ ლოგიკურ ფორმულაში ჩასვა: "ომის პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის "ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა"! მე თავს უფლებას მივცემ ეს ფორმულა ნამრავლებად გავყო და ჩემი კომენტარი დავურთო:

 

1) "ერთიანი" - რამდენად მიესადაგება მის დღევანდელ მდგომარეობას ეს ტერმინი. მოქმედების შიდა არეალში - ნაკლებად. ოდესღაც ერთიანი ეს მოძრაობა დღეს "კვების" სხვადასხვა "ძუძუზეა" გადართული, და ამ ფინანსურ წყაროებთან სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლის მომსწრენი გავხვდებით ახლო მომავალში. ამ "ერთიანობას" ერთადერთი, საერთაშორისო ვექტორი წარმოაჩენს - ქართულ/უკრაინული, მაგრამ ესეც მანამ, სანამ უკრაინელი ხალხი ამ საერთაშორისო სანაცეთს თავის განაჩენს არ გამოუტანს

 

2) "მოღალატეობრივი" - ყოველგვარი კომენტირების გარეშე. ეს ტერმინი მათი "პოლიტიკური" მოღვაწეობის ბრენდად იქცა. ამ ტერმინის გარშემო მაგნიტური მიზიდულობის ძალით ერთიანდებიან ყოფილი კომუნისტები, ლეიბორისტები, სოციალისტები, კონსერვატორები, ლიბერალები, ნაციონალისტები - მოკლედ, "მოღალატენო ყველა რჯულისა - შეერთდით!" პრინციპით

 

3) "მოძრაობა"...ქვეყნის შიგნით დღეს უფრო "ჩიხური უძრაობა" შეიმჩნევა, რომლის ირგვლივ ყველაფერი ოდესღაც ცოცხალი, ფიზიკურად ან ჭკნება (სააკაშვილი), ან საერთოდ ქრება (აკერმანი). ერთადერთი "მოძრაობა" - ისევ "მოსკოვი-კიევი-თბილისის" სამკუთხედში შეიმჩნევა, მაგრამ ამ მოძრაობის მარგი ქმედების კოეფიციენტიც - გავრილოვის უკანალის მიერ სპიკერის სავარძელში გამოყოფილი სითბოს ოდენობის ტოლფასია, რა თქმა უნდა გიგაკალორიებში“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.