გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილმა რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა

30-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა.


მთავრობის მეთაურს სადგურის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები კოპიტნარის განახლებულ სადგურში გაჩერდებიან. ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და მათ რკინიგზის განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.


პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი. მგზავრებს რკინიგზასა და ქუთაისის საერთშორისო აეროპორტს შორის ე.წ. შატლები გადაიყვანენ. შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.


მოეწყო მოსაცდელი სივრცეები, პარკინგი, საფეხმავლო ხიდი კი გაფართოვდა და რეაბილიტირდა. ხიდზე დამონტაჟებულია სამი ლიფტი, რომელიც ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 1.637 მლნ ლარია.