გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირინა ფრუიძემ რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

24-05-2018

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის უფლებადამცველების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე იმსჯელეს.

„გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, გადაწყვეტილების მიღებაში ქალების ჩართულობა უზრუნველყოფს პოლიტიკის, ინსტიტუტებისა და კანონების გაუმჯობესებას“ - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

ღონისძიება, პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.