გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი როგორს არასდროს, რასაც აქვს დადებითი შედეგი - პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია

2-05-2022

დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი როგორს არასდროს, რასაც აქვს დადებითი შედეგი - პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ნაცმოძრაობის შემდგომი დასუსტება, იმისთვის, რომ კიდევ უფრო შევამციროთ პოლარიზაციის ხარისხი.

 

"დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი როგორს არასდროს, რასაც აქვს ძალიან დადებითი შედეგები ჩვენს პოლიტიკაზე. შედეგი არის ის, რომ პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული შარშანდელთან შედარებით. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, - ნაცმოძრაობა არის წელს ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე იყო შარშან. შსაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ნაცმოძრაობის შემდგომი დასუსტება, იმისთვის რომ კიდევ უფრო შევამციროთ პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.