გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები, დეტალურად არიან ინფორმირებულები საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით და შეკითხვები არ აქვთ

2-05-2022

ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები. ამ ნაწილში ჩვენი პარტნიორები დეტალურად არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებს საქართველო, რა ღონისძიებებს ატარებს და ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მკვეთრად იქნა გაცხადებული, რომ საქართველო ვერ და არ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.


„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ყველა ჩვენს პარტნიორთან ახორციელებს ინფორმაციის გაცვლასა და დაზუსტებას მთელი რიგი მიმართულებებით.


შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომა. ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ძალიან დიდ რაოდენობა საქონლის მოძრაობაზე, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნას განმარტებული ყველა სანქცია, რაც არის დაწესებული. სანქცირებული საქონლის კონკრეტული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ხაზინისა და ყველა იმ ქვეყნის მარეგულირებლის ვებგვერდებზე, რომელსაც დაწესებული აქვთ სანქციები. შესაბამისად, ამ სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენი პარტნიორების მხრიდან არანაირი კითხვები არ არის. პირადად მქონდა შეხვედრა ძალიან ბევრ ჩემს კოლეგასთან, რეგულატორთან, იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უშუალოდ დააწესეს სანქციები და შესაბამისად, ისინი სრულად არიან ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.