24-05-2018
რამდენიმე დღეში, რუსთავში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება.
მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს ,,სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიას“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
კონტრაქტი რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩის #2, #3, #4, #5, #6, #7, #10, #12, #14, ასევე, ბალანჩივაძის გასასვლელის #4, #6, #8, #10 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 844, 105, 00 ლარს შეადგენს. აქედან თანხის 13% მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებაა.
ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს სხვადსხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. მიმდინარე წელს რუსთავში, მარტო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 82 შიდა ეზოში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, გრძელდება მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია და მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის მშენებლობაც.
2018 წლის ბოლომდე რუსთავში, 12 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.