2-05-2022
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პასუხისმგებლიანად იქცევა, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა „ქრონიკის“ კითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
კითხვაზე –თქვენ იცით, რომ დღესაც უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამინის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით და ეუთოს როლი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ამის ფონზე, საქართველომ არაერთხელ მოისმინა მოწოდება მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, თითქოს ახლა არის დრო საქართველომ დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო ძალით. რამდენად მისაღებია მსგავსი განცხადებები და მოწოდებები?– მაიკლ კარპენტერმა უპასუხა:
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პასუხისმგებლიანად იქცევა, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს საქართველოში. ეუთო ასევე მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს.