გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კონკურსის ,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში’’ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

3-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსის ,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში” დასკვნით ღონისძიებაზე გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში სამი საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა. პირველი ადგილი ახალციხის რაიონის სოფელ ანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მზია კაპანაძემ დაიკავა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებზე, მათ შორის, კანონპროექტების შემუშავებაზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე; თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება შედეგიანი, თუ ამ ყველაფერს განათლებით არ გავამყარებთ. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით გამართული კონკურსები კი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათ დაინტერესებას”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


კონკურსში ,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში’’ მონაწილეობის მიღება შეეძლოთ IX, X, XI, XII კლასის ყველა იმ მოსწავლეს, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით და იაზრებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეყოლათ საკუთარი უნიკალური ისტორია და გაეზიარებინათ ხედვები გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობის შესახებ.


სინქრონები: სოლომონ პავლიაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მზია კაპანაძე – კონკურსის გამარჯვებული.