გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

3-05-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკეს და ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.


თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრნენ. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ტრადიციულად, აღდგომის დღეებში პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.