გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე ბექა ლილუაშვილს: ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, ახლა უბანში იქნებოდით ბირჟაზე და არა პარლამენტის თბილ სკამში

3-05-2022

ზოგადად ამ უმადურების გუნდს ერთი საერთო თვისება აქვთ - თავი კიტრებად მოქვთ და ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ბექა ლილუაშვილს, რომლის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ და თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს კობახიძეა.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, ახლა უბანში იქნებოდნენ ბირჟაზე და არა პარლამენტის თბილ სკამში.

 

„ზოგადად ამ უმადურების გუნდს ერთი საერთო თვისება აქვთ - თავი კიტრებად მოქვთ და ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს! ბიჭო, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება რომ არ ყოფილიყო, ახლა უბანში იქნებოდით ბირჟაზე და არა პარლამენტის თბილ სკამში! რას წარმოადგენს შენი პარტია, ყველამ ვნახეთ არჩევნებზე და ახლა აირაის კვლევებში, ჰოდა თუ მადლობას არავის უხდი, ენა მაინც ჩაიგდე, რომ უმადურობის ფსკერი არ ჩახიო... საკუთარ კორპუსში რომ იყარო კენჭი, იქაც ვერ მოიგებ არჩევნებს, რას იბრიქებით, რომ იბრიქებით?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.