გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უკრაინის ელჩმა გერმანიის კანცლერს „შეურაცხყოფილი ძეხვი“ უწოდა

3-05-2022

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს „შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Spiegel-ი ავრცელებს.


მანამდე შოლცმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი თქვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კიევი გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიღებაზე ამბობს უარს.


„თავი ისე გეჭიროს, თითქოს შეურაცხყოფილი ღვიძლის ძეხვი ხარ, არც ისე სახელმწიფოებრივი საქციელია“, - აცხადებს უკრაინის ელჩი. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოხარული იქნება, კიევში ოლაფ შოლცს უმასპინძლოს.