გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქაერონავიგაციასა და ჩეხურ კომპანია ALES s.r.o. შორის ხელშეკრულება გაფორმდა

3-05-2022

შპს „საქაერონავიგაციასა" და ჩეხურ კომპანიას ALES s.r.o. შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში არსებული, საქაერონავიგაციის კუთვნილი სარეზერვო სისტემის LETVIS ATC განახლებას და კონფიგურაციას. ხელშეკრულების მიხედვით, ასევე, მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საწაფის პროგრამული კონფიგურაცია. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანიის ALES s.r.o კომერციულმა დირექტორმა მიროსლავ ანდრმა.


საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემების განახლებისა და კონფიგურაციის საჭიროება განაპირობა საჰაერო სივრცის სტრუქტურულმა და მისგან გამოწვეულმა პროცედურულმა ცვლილებებმა. კერძოდ, განხორციელდა საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის ჰორიზონტალური და ვერტიკალური საზღვრების, საჰაერო ხომალდის სიმაღლის საზომის დასაყენებლად დადგენილი გადასვლის აბსოლიტური სიმაღლის და გადასვლის ეშელონის ცვლილება. ასევე, დადგინდა საჰაერო ხომალდის და ვექტორის მინიმალური სიმაღლეები და ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო არეს ახალი ჰორიზონტალური საზღვრები. პროგრამული კონფიგურაციის შედეგად მიღებული მონაცემები საჭიროა სმმ მეთვალყურეებისთვის, ვინაიდან მათ მიერ მოხდეს საჰაერო სივრცის სრული სურათის აღქმა და შესაბამისად საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


ხელშეკრულების მიხედვით, ჩეხური კომპანია სისტემების განახლებისა და კონფიგურაციის სერვისს განახორციელებს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემების პროცედურების შესაბამისად და სრულ თანხვედრაში იქნება ICAO/EUROCONTROL-ის რეკომენდაციებთან.