გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს დროებით კეტავს

24-05-2018

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარს დროებით კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

„სკოლებში გამოსაშვები საღამოების დროს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 25 მაისის 20:00 საათიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე არ განხორციელდება მოქალაქეების გაშვება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუნქტები მუშაობას 27 მაისის 08:00 საათიდან განაახლებენ. 

"ინტერპრესნიუსი"