გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იორმუღანლოს სკოლის პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს

24-05-2018

იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს. ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სკოლის დირექტორმა თეა გურგენიძეს ორი დღის წინ გადასცა. 

ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.
გურგენიძის თქმით, ორი თვის წინ მისი მხრიდან მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი სკოლის სამეურვეო საბჭომ არ დაადასტურა. აღნიშნული საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ კი ორი თვის წინ მღებული გადაწყვეტილება გაბათილდა, რომელიც სკოლის დირექტორის მხრიდან მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
,,სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებიდან ორი თვის თავზე სკოლის დირექტორმა ჩემი გათავისუფლება შეძლო, რადგან იმ საბჭოს, რომელმაც ბავშვზე ძალადობა არ დაადასტურა, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგად უფლებამოსილება შეუწყდა. ამ მიზეზის გამო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაბათილდა. ისიც დადასტურდა, რომ ბავშვზე რომ არ მიძალადია. სკოლის დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაეყრდნო სკოლის დისციპლინური კომიტეტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დასტურდებოდა’’,- განაცხადა თეა გურგენიძემ. 
knews.ge-სთან საუბრისას გურგენიძე აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს, რადგან მოსწავლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს. 
„დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ წერდა ბრძანებას ჩემი გათავისუფლების შესახებ. ვაპირებ, სასამართლოს მივმართო და გავასაჩივრო სამსახურიდან ჩემი უკანონოდ გათავისუფლება’’, - აღნიშნა გურგენიძემ. 
როგორც Knews.ge-ს სოფელ იორმუღანლოს მცხოვრებლებმა განუცხადეს, ორშაბათს სოფელში გათავისუფლებული პედაგოგის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

knews.ge