გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სარჯველაძე: თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით

4-05-2022

თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, მაშინ იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით, ბატონ კუბილიუსს კითხეთ, ბაიდენიც მოიაზრება თუ არა სანქციების რისკის ქვეშ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევტუშენკოვს შორის კავშირის შესახებ დასავლური მედიით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

 

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ელოდება ოპოზიციის განცხადებებს ბაიდენის დადანაშაულებასთან დაკავშირებით, რომ ის ოლიგარქია, ცუდად მართავს ქვეეყანას და დემოკრატიულ ცივილიზაციას უპირისპირდება.

 

„ბატონ კუბილიუსს უნდა დაუსვათ კითხვა, ბაიდენიც მოიაზრება თუ არა ამ სანქციების რისკის ქვეშ. მედიიდან რა ინფორმაციაც გავარკვიე, საუბარია იმის თაობაზე, რომ ბაიდენის ოჯახს აქვს პირადი ნაცნობობა და ახლო ურთიერთობა ევტუშენკოვთან. კარგი იქნება, თუ ვიქნებით მეტად ლოგიკურად თანმიმდევრულნი, როდესაც შეფასებებს ვაკეთებთ და არ ვიხელმძღვანელებთ ორმაგი სტანდარტებით. თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, მაშინ იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.