გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები

4-05-2022

ჩვენ ვიცით, რომ თავის დროზე, როდესაც იანუკოვიჩი იყო ხელისუფლებაში, მჭიდროდ მიხეილ პოდოლიაკი მჭიდროდ თანამაშრომლობდა ამ ადამიანთან, რომელიც, საყოველთაო აღიარებით, იყო პრორუსი პოლიტიკოსი უკრაინაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


„ასევე არესტოვიჩი იყო დუგინთან დაკავშირებული, რომელიც კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. გონჩარენკო, რომელიც აქტიურობს საქართველოს საკითხებზე, ასევე იყო იანუკოვიჩიის პარტიის წევრი. მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები. ისინი არ არიან პატრიოტები და მხარს უჭერენ საქართველოში იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ასევე არ არიან პატრიოტები. მათი ერთადერთი მიზანია იმის გამეორება, რაც მოხდა უკრაინაში. ანუ, ეს არის საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.