ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
შეუცვლიან თუ არა კონჭკათს სახელს -მამა პეტრეს ინიციატივა

24-05-2018

სოფელ კონჭკათის მთავარანგელოზთა მამათა მონასტრის წინამძღვრის მამა პეტრეს ინიციატივის შესახებ, რომელიც სოფლის სახელის გადარქმევას ეხება, წინასწარი კონსულტაცია სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატამა ტარიელ აროშიძემ და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ, სოფლის მაცხოვრებლებთან გამართეს.

როგორც მამა პეტრე აღნიშნავს,სახელის შეცვლის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კონკრეტული ისტორიული წყაროები იქნა მოპოვებული , რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ სოფელ კონჭკათი მოხსენიებულია, როგორც სოფელი მონასტერი. სწორედ მონასტრის სახელწოდებით შეცვლის ინიციატივა გააჟღერა მამა პეტრემ.

სოფლის სახელწოდების შევცლის ინიციატივამ მოსახლეობას შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინიციატივას ყავს როგორც მხარდამჭერები, ასევე გამოითქვა საპირისპირო მოსაზრებები.

 " თითოეული კონჭკათელის აზრი არის მნიშვნელოვანი. სახელის შეცვლის პროცედურები მხოლოდ მაშინ დაიწყება, თუ აღნიშნული სოფლის უმრავლესობის ინტერესი იქნება" - აღნიშნა სოფლის მაჟორიტარმა ტარიელ აროშიძემ.

წინასწარი კონსულტაციის შედეგად გაირკვა რომ სოფლის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით მოხდება მოსახლეობის გამოკითხვა, საჭიროების შემთხვევაში საყოველთაო კრების ჩატარებაც დაიგეგმება.

"გურიის მოამბე"