24-05-2018
ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ლანჩხუთში.
სოფელ ჯურუყვეთში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეთა.
აქციაზე შეკრებილები ჩინური კომპანიის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ადგილზე ავტობანის გაყვანას ხელმძღვანელობს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მძიმეწონიანი ტვირთმზიდი მანქანები, მათ კუთვნილ ფართობებს კვეთს, რის გამოც ვერ ახერხებენ საყანე ფართობების დამუშავებას, ასევე, გამოუყენებელი ხდება საძოვრები.
300 ჰა, ფართობზე, რომლითაც ადგილობრივები წლებია სარგებლობენ, ახლა ჩინური კომპანიის მანქანები მოძრაობენ.
"ნაწილობრივ კვეთს ჩვენს ფართობებს ტვირთმზიდი მანქანები აქეთ საძოვრებს ვერ ვიყენებთ, იქეთ საყანე ფართობებს. ვერც ვღობავთ, ვერც ვამუშავებთ. რა აზრი აქვს, გაშლილია ყველაფერი ამ მანქანების გამო, ეს ტერიტორია შეუღობავი როგორ შეიძლება, რასაც დავთესავთ საქონელი შეჭამს"-გვეუბნებიან აქციაზე შეკრებილები.
უფრო ვრცლად რეპორტაჟს მიმდინარე აქციიდან რამდენიმე წუთში მოგაწვდით.